ავსტრალიის მეექვსე სერენ(ი)ადა - კვირის პალიტრა

ავსტრალიის მეექვსე სერენ(ი)ადა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსმა 6:3, 7:6 აჯობა მარია შარაპოვას და მეექვსედ მოიგო წლის პირველი "დიდი სლემი". ფინალური მატჩი ორ საათზე ნაკლებს გაგრძელდა და ლოგიკურად დასრულდა. ლოგიკურად, რადგან ბოლო 16 შეხვედრიდან, შარაპოვას ერთხელაც არ მოუგია უმცროსი უილიამსისთვის, საერთო ჯამში კი 17:2 მარცხდება! მელბურნში გამარჯვებით, სერენამ "დიდი სლემის" ერთეულთა თანრიგში რიგით მე-19 ტურნირი მოიგო! ნამატჩევს, უილიამსმა, რომელმაც ფინალურ მატჩში 18 ეისი მოაწოდა, განაცხადა, რომ მელბურნის კორტებზე ჩაწოდებული თითო ეისის სანაცვლოდ, საქველმოქმედო ფონდებში 200 დოლარს, ანუ, საერთო ჯამში 16,7 ათას დოლარს გადარიცხავს. ცნობისთვის, ფინალში გამარჯვებისთვის სერენამ 3,1 მილიონი დოლარი მიიღო.