იბრაგიმოვიჩი პოლიგლოტი ყოფილა - კვირის პალიტრა

იბრაგიმოვიჩი პოლიგლოტი ყოფილა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ საფეხბურთო ნიჭით გამორჩეული არ გეგონოთ - პოლიგლოტიც ყოფილა! "პარი სენ ჟერმენის" შვედი ფორვარდი, რომელსაც პსჟ-მდე ჰოლანდიურ "აიაქსში", იტალიურ "იუვენტუსში", "ინტერსა და "მილანში", ასევე ესპანურ "ბარსელონაში" უთამაშია, თავისუფლად ლაპარაკობს შვედურ, ბოსნიურ (ზლატანი წარმოშობით სწორედ ბოსნიიდან არის. - ავტ.), ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე! ჰოდა, როგორც ფრანგული "ლიონის" მთავარი მწვრთნელი იუბერ ფურნიე ირწმუნება, იბრაჰიმოვიჩი ამით სარგებლობს და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩების დროს, ფრანგ მსაჯებს... ინგლისურად და იტალიურად აგინებს! "ყველა მსაჯმა როდი იცის უცხო ენები და ზლატანი სწორედ ამით სარგებლობს", - აღშფოთებას ვერ მალავდა ფურნიე BBC-სთან ინტერვიუში.

P.შ. ისე, გაუგებარია - რას ერჩიან იბრაჰიმოვიჩს?! არ სცოდნია კაცს ფრანგული ენა და "სხვა რა გზა აქვს" - ფრანგი მსაჯები ინგლისურად და იტალიურად უნდა ლანძღოს...