გერმანია 8:64 საქართველო
09-02-2015
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" (ევროპის ერთა თასს ახლა ასე ჰქვია. - ავტ.) პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "ა" დივიზიონის აუტსაიდერ გერმანიას ესტუმრა და 64:8 გაიმარჯვა. ბორჯღალოსნებმა მატჩი არეულად დაიწყეს და მასპინძლებს დაწინაურების შესაძლებლობა მისცეს. თუმცა, მილტონ ჰეიგის სამწყსო გონს მალე მოვიდა და ჰოიზენშტამის სტადიონზე მრავლად შეკრებილი ქართველი ქომაგისთვის მოწყენის საბაბი აღარც მიუცია. პირველივე ტაიმში ხუთი ლელოს გატანით, ჩვენებმა პრემიალური ქულა თავიდანვე დაიბევეს, ჯამში კი, ათჯერ შეაღწიეს გერმანელთა ჩათვლის მოედანში. მომდევნო
მატჩში, 14 თებერვალს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით