პა-სპორტი - გიორგი მერებაშვილი
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში თამაშზე! უფლის წყალობით, ორივე ოცნება ამიხდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ!
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ვარჯიში ძალიან პატარამ დავიწყე და სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია...
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- მოგზაურობა... სპორტის სახეობებიდან - ჩოგბურთი, კალათბურთი და ჭიდაობა.
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- უსამართლობა!
- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება გიორგი მერებაშვილის ნახვა?
- სახლში :)
- საყვარელი საჭმელი...
- მიჭირს გამორჩევა, მაგრამ, ალბათ, მაინც მწვადი!
- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...
- რვაფეხა და ლოკოკინა...
- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- "მიყვარხარ!"
- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...
- ჩემი მშობლები.
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საფრანგეთი.
- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ხშირად ვიკითხო. მიყვარს დეტექტივები, განსაკუთრებით "შერლოკ ჰოლმსი"... რომელიმე ფილმის და სიმღერის გამორჩევა გამიჭირდება - განწყობის შესაბამისად სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ...
- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- მიზანდასახული!
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- დედა და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე!
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- დავით ყიფიანი.
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- საკმაოდ ხშირად.
- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- დიახ, კავკასიური ნაგაზი. ძაღლები ძალიან მიყვარს...
- მეტსახელი თუ გაქვს?
- თითქმის ყველა მერებას მეძახის.
- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- რომ თბილისის "დინამოში" მოსახვედრად ფული გადავიხადე :)))
- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- უფრო მეტს ვიმუშავებდი საკუთარ თავზე.
- მოედანზე გასვლის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?
- "მამაო ჩვენოს" ვამბობ. თუმცა, არა იმიტომ, რომ გამარჯვებაში ღმერთი დაგვეხმაროს!
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება!