"ოსკარები" კაჭრეთშიც დაარიგეს
02-03-2015
"ოსკარები" კაჭრეთშიც დაარიგეს
"ოქროს საჭე-2014"

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდო­ების შემდეგ, თავისი წილი "ოსკარები" საქართველოს საავტომობილო სამყარომაც ჩამოარიგა - გასულ კვირას "ოქროს საჭე-2014"-ის გამარჯვებული ავტომანქანები და წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს!

ჟურნალი "Auto Bild  საქართველო" ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს და საქართველოს საავტომობილო ფედერაციასთან ერთად ამჯერად კაჭრეთის "ამბასადორში" უმასპინძლა წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომლის პარტნიორებიც კომპანია "ვისოლი" და "ბი ფორვარდი" იყვნენ. ულამაზესი გარემო, ცოცხალი მუსიკა, სრული შემადგენლობით შეკრებილი საავტომობილო სამყარო და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები - გასულ წლებთან
შედარებით, წლის მთავარი საავტომობილო მოვლენა ბევრად მასშტაბური და დახვეწილი იყო.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა, "Auto Bild საქართველომ" - "ოქროს საჭის" გამარჯვებულები.

"ოქროს საჭე-2014" უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოდგა: ვებგვერდ www.autobild.ge-ს მეშვეობით, წლის საუკეთესო
ავტომანქანების გამოსავლენ გამოკითხვაში 30 ათასზე მეტმა ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა! წლის ავტომანქანების გამოსავლენ კამპანიაში საავტომობილო დილერები, ავტობრენდების ფანკლუბები და გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ, გამარჯვებულები კი ექვს სხვადასხვა კლასში გამოვლინდნენ: კაბრიოლეტების კლასი - Porsche 911 თარგა, მცირელიტრაჟიანები - Mini, სპორტული მანქანები - Nissan GT-R Nismo,  SUV-კლასი - Range Rover Sport, კომპაქტური ქროსოვერები - Mercedes GLA, საშუალო და მაღალი კლასი - BMW 4er Grand Coupe; რაც შეეხება ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებს, ჩემპიონები გახდნენ:

წრიული რბოლა, მონო-კლასი: ინდივიდუალური ჩათვლა - დავით მენთეშაშვილი; გუნდური ჩათვლა - Dewalt Racing;   წრიული რბოლა, კლასი  GT Unlimited: ინდივიდუალური - სანდრო ცხადაძე; გუნდური - G Racing; წრიული რბოლა, მოტო: კლასი 600 - გიორგი მიხანაშვილი; კლასი 1000 - თორნიკე ქებურია; წრიული რბოლა, კლასი Legends Cars: ინდივიდუალური - არჩილ ბიძინაშვილი; გუნდური - Best Friends Team; "ფორმულას" კლასი: ინდივიდუალური - მევლუდ მელაძე; გუნდური - Lion Trance.

დაჯილდოების კულმინაციად წლის საუკეთესო მრბოლელის დასახელება იქცა, ამ ნომინაციაში გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე ხომ ჯერ მხოლოდ... 15 წლისაა!

P.S. ხმაურიანი ფეიერვერკი და აპლოდისმენტები კი მხოლოდ პრიზიორებს არ დაუმსახურებიათ - ის კონკურსისა და საღამოს ორგანიზატორებსაც ალალად ეკუთვნოდათ!
მარიამი
09 მარტი 2015 16:37
მართლაც შესანიშნავი ღონისძიება იყო, მადლობა ორგანიზატორებს და სპონსორებს. ავტოსპორტში არიან ღირსეული ვეტერანები და უნიჭიერესი-პერსპექტიული ახალგაზრდები,როგორიც არიან:შაკო ციხელაშვილი, ნოდიკო ლოდუა, 15 წლის სანდრო თავართქილაძე და ევროპის ორგზის ცემპიონი დათა ქაჯაია, მათ ჯეროვანი ყურადღება ჭირდებათ არა მარტო ავტოსპორტიდან (რაც კეთდება უარრესად შეძლებისდაგვარად კარგად), არამედ სპორტის სამინისტროსაგან. იმედია სპორტის სამინისტრო უფრო აქტიურად დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით.

რედაქტორის რჩევით