რუსი მშრალზე დავტოვეთ - მე-17 მოგება მე-19 მატჩში
16-03-2015
რუსი მშრალზე დავტოვეთ - მე-17 მოგება მე-19 მატჩში
საქართველო 33:0 რუსეთი

საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო, თანდათან მოუმატა და საბოლოოდ, ოცდაცამეტით დაამთავრებინა რუსებს!
მე-17 მოგება მე-19 მატჩში - ასეთია ბორჯღალოსანთა უპირატესობა რუს "დათვებთან" შეხვედრებში. წინა ტურში ჩრდილოელებმა შინ სენსაციურად აჯობეს რუმინელებს და ეჭვგარეშეა, თბილისშიც იმედიანად ჩამოვიდნენ, მაგრამ... ამჯერადაც მშრალზე დარჩნენ. მშრალზე და ნულზე!

ჩვენებმა იქნებ ნებისმიერთან წააგონ, მაგრამ რუსთან არ დამარცხდებიან, და სანამ ოვალური ბურთი იარსებებს, რუსი მორაგბე ტურისტად თუ ჩამოვა საქართველოში!

ამჯერადაც ასე იყო - ბორჯღალოსანთა კოლექციას დათვის
მე-17 ტყავი შეემატა, რუსებს კი ისევ ის გავატანეთ, ბოლო წლებში რომ მიაქვთ ხოლმე - სევდანარევი იმედი - იმედი, რომელსაც ასრულება არ უწერია...
შეცდომები? როგორ არ იყო, მაგრამ რუსთან მატჩი ის შემთხვევაა, როცა სტატისტიკაცა და ტაქტიკაც მეორე პლანზე გადადის - მთავარია, რომ აუცილებლად მოიგებ - თუნდაც,
მხოლოდ ქართული სულისა და ხასიათის ხარჯზე...
ხასიათზე მოსასვლელად კი ქართველებს საათზე მეტი დასჭირდათ. და როცა სალელოედ გახურდნენ, ვაკის გადაჭედილ სტადიონს ერთმანეთზე ლამაზი სამი ლელოთი გადაუხადეს მადლობა!
დათვი ხეზე როგორ გავა...

ხეზე იქნებ გაინავარდოს კიდეც, მაგრამ ქართულ მოედანზე?!
არც გაულაღია და ვერც გაილაღებს!
nika
08 აპრილი 2015 23:00
ხალხო! გინახავტ ვინმეს 5 მილიონიან ქვეყანას რომ დავემარცხებინეტ? და რამდენი გვყავს გამწარებული გაცილებიტ დიდი ქვეყნები? მადლობა რაგბისტებს. მაგრები ხარტ ლომები
gavazeli
19 მარტი 2015 18:12
ეს ლაშა და ზაზა ბალზე სხედან და ტყემალს კი არა, საზამთროს მიირთმევენ.
მასე ყველაზე მაგარი რაგბის გუნდი თბილისური კი არა, ქუთაისური იყო და თქვენი ლოგიკით არც საქართველოა სარაგბო ქვეყანა?
ზაზა ბატონო, ხელისუფლებამ როგორ მიხედოს ფეხბურთს? კალაძე დააბრუნონ გუნდში? ფეხბურთელებს ტრაკის გატოკება არ უნდათ და მაგათ რა უნდა ეშველოთ?
lasha
18 მარტი 2015 19:34
ზაზას ვეთანხმები, ამხელა ქვეყანაში რაგბში პირველი გუნდი რომ კრასნოიარსკის "ენისეი-"ა ე. ი. არა არის ეს რაგბის ქვეყანა, რა თქმა უნდა ჩვენ გამარჯვებას არ ვაკნინებ, ჩვენ ბიჭებზე გულიანი სპორტსმენი ბევრი არ მეგულება, ვისურვებდი სარაგბო ქვეყნებთან გვეზეიმა ბევრი გამარჯვება!!!

რედაქტორის რჩევით