ელისი წავიდა - NBA მოდის? - კვირის პალიტრა

ელისი წავიდა - NBA მოდის?

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტაირონ ელისი, რომელიც გასულ წელს ძალიან დაეხმარა ეროვნულ გუნდს A დივიზიონში გადაბარგებაში, ვეღარ დაგვეხმარება.

"გაქართველებული" ამერიკელი საქართველოს ნაკრების ღირსებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა, თუმცა, ელისის მეუღლე ივლისში ბავშვს ელოდება და, ბუნებრივია, ტაირონი მეუღლეს ვერ მიატოვებს...

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უკვე შეუდგა ტაირონ ელისის შემცვლელის ძებნას. ფედერაციის თავკაცის - ბესიკ ლიპარტელიანის თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კლასის მოთამაშე შეარჩიოს, ისეთი, რომელიც გამთამაშებელიც იქნება და საჭიროების შემთხვევაში - მსროლელის ფუნქციასაც შეასრულებს. არაა გამორიცხული, ნატურალიზებული მოთამაშე ნბა -ს რომელიმე კლუბის წევრიც იყოს. ასეა თუ ისე, ახალი მოთამაშის მოსაძებნად დრო საკმაოდაა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელ შეკრებას ნაკრები ივლისში იწყებს...