ყიფიანს ისევ აკრიტიკებენ
27-04-2015
ყიფიანს ისევ აკრიტიკებენ
პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და ლევან ყიფიანს შორის დაპირისპირება გასულ კვირასაც გაგრძელდა. სპორტის მინისტრისადმი გამოთქმულ ბრალდებებს ამჯერად სასკოლო სპორტთან, სპორტსმენთა ჯანდაცვასა და სპეციალისტების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები დაემატა. საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა:

- ვერ ვხედავთ ინიციატივას, რომ სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები აღდგეს იმ დოზით, როგორც საჭიროა. ერთი ინიციატივაც არ ყოფილა, რომ გასხვისებული ბაზები და სპორტული ობიექტები ძველ მეპატრონეს დაჰბრუნებოდა. უამრავი პრობლემაა, როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე შოთა ხაბარელმა კი აღნიშნა, რომ არაფერი კეთდება მასწავლებლებისა და მწვრთნელების რაოდენობის გასაზრდელად, ხარვეზებია საგანმანათლებლო სისტემაში, არ ხდება სპეციალისტების გადამზადება, არ ტარდება ტრენინგები და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კომიტეტმა სპორტის მინისტრის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დასკვნა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.

ლევან ყიფიანი კი საპარლამენტო
კომიტეტის ბრალდებებს "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს პიროვნული დაპირისპირებაა, ამ საკითხზე კი პრემიერ-მინისტრთან არ უსაუბრია:
- სამინისტრო თავის გრაფიკს მიჰყვება, კითხვებს კი ამომწურავ პასუხს გავცემთ. მათთან, ვინც დღეს ოპონირებას მიწევს, აქამდე კარგი ურთიერთობა მქონდა, ჩემთან მოსვლის და კითხვის დასმის პრობლემა არც ადრე ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. ვფიქრობ, მათი პოზიცია თითიდან გამოწოვილია, ეს არის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თამაში, ასეთ თამაშში კი ვერ ჩავერევი, რადგან ბევრი საქმე მაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არა სახელმწიფოებრივი, არამედ პიროვნული პრობლემაა, - თქვა ლევან ყიფიანმა.
sano
04 მაისი 2015 13:22
წიგნის კითხვა ასწავლეთ ბავშვებს და ფიზკულტურის გაკვეთილებიც მოითხოვეთ.მარა ლევანი თუ განათლების მინისტრიც იყო,ნაღდად არ ვიცოდი
guga
28 აპრილი 2015 13:03
ჩემი ვაჟი კარგად სწავლობს, ბევრი სამეცადინო აქვს. სხვაგან რომ ვატარო სპორტზე, გზაში დროის დაკარგვა არ აწყობს, ურჩევნია სკოლაშივე დაკავდეს სპორტულ სექციაზე..გთხოვთ, მშობლების აზრი გაითვალისწინოთ, ყველაფერს პოლიტიკურ პაექრობად ნუ გადააქცევთ!
lela d.
28 აპრილი 2015 12:56
პატივცემულებო, რას ქვია ,,თითიდან გამოწოვილი''?!სკოლებში რომ პრობლემებია, არ იცით? დააინტერესეთ ფიზ-კულტურის მასწავლებლები, რომ ააღორძინონ ფრენბურთის, კალათბურთის სექციები.. მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება საკუთარ სკოლებში ივარჯიშონ გაკვეთილების შემდეგ და მერე სახლში ნაყიფიერდ იმეცადინებენ.

რედაქტორის რჩევით