საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს!
18-05-2015
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს!
2017 წელს 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს! "ექვსი ერისგან" ჯერაც შორს ვართ, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველ წელს უფრო მეტად ვგრძნობთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს კეთილგანწყობას და ამაში მხოლოდ ფინანსური დახმარება არ იგულისხმება. სამი წელიწადია, ივნისში "თბილისის თასს" ვმასპინძლობთ, ტესტ-მატჩებისთვისაც უფრო და უფრო ძლიერ მეტოქეებს გვირჩევენ და აგერ - მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვეთ! საბოლოო გადაწყვეტილება "მსოფლიო რაგბიში" გასულ კვირას მიიღეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ საბჭოს წევრების არჩევანის მიზეზებზეც
ღიად ილაპარაკა: "20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლად საქართველოს დასახელება მსოფლიო რაგბის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო. მინდა, საქართველოს რაგბის კავშირს მივულოცო ეს დიდი წარმატება, ქვეყნის მთავრობას კი მადლობა ვუთხრა ამ ტურნირის მასპინძლობისთვის გაწეული ინვესტიციისთვის. მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს შეუძლიათ
დარწმუნებული იყვნენ - ნამდვილად კმაყოფილი დარჩებიან მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობით და თბილი დახვედრით!" - თქვა ლაპასემ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე: "მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი პატივია არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს არის მორიგი შესაძლებლობა საქართველოში რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქართული რაგბის განვლილი გზის შეფასება და დაფასება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მრავალმილიონიანი დაფინანსებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოში უპრეცედენტოდ ამაღლდა სარაგბო ინფრასტრუქტურის დონე. დღეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო კლასის სავარჯიშOო და სათამაშო ბაზებით!"

sergo kirkitadze
28 მაისი 2015 10:25
გილოცავთ. ასე ნაბიჯ ნაბიჯ ნეტავ ფეხბურთიც დაგეწეოდეთ
.
28 მაისი 2015 09:18
გილოცავთ

რედაქტორის რჩევით