ბასილაშვილი "უიმბლდონის" ძირითად ბადეში!
29-06-2015
ბასილაშვილი "უიმბლდონის" ძირითად ბადეში!
ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი "უიმბლდონის" ძირითად ბადეში გავიდა. 23 წლის ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გამარჯვება მოიპოვა: 2:0 მოუგო რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს და უზბეკ ფარუჰ დუსტოვს, კვალიფიკაციის ფინალში კი უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს აჯობა (6:4, 6:4, 3:6, 6:2) და მოხვდა იმ 16 ჩოგბურთელს შორის, ვინც პრესტიჟული ბრიტანული ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 153-ე ჩოგანია, "უიმბლდონის" ძირითად ბადეში მოხვედრისთვის უკვე დაიმსახურა 35 სარეიტინგო ქულა და
რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება, გადამწყვეტ ეტაპზე მოპოვებული ყოველი მოგება კი კიდევ უფრო დააახლოებს საუკეთესოთა ასეულთან. ორშაბათს ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში საქართველოს პირველი ჩოგანი არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს დაუპირისპირდება. 25 წლის სამხრეთამერიკელი მსოფლიოს 137-ე ჩოგანია, თუმცა, ბალახისსაფარიან კორტზე წარმატებული თამაშით არ გამოირჩევა და მატჩის ფავორიტად ჩვენებური მიიჩნევა. ბაგნისის
ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბასილაშვილი ფელიციანო ლოპესსა (16) და სტივ დარსისს (77) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

koki
03 ივლისი 2015 10:57
ნიკამ ყველას მუსრი გაავლო, ვინც შეხვდა. მჯერა კიდევ წაიწევს წინ. მაგარი მომზადებული ჩანს.

რედაქტორის რჩევით