ყაზახური ბრინჯაო
31-08-2015
ყაზახური ბრინჯაო
დიდი მოლოდინის მიუხედავად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უშედეგოდ იჭიდავა ყაზახეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის პირად პირველობაზე.
ასთანის ტატამზე გასული ათი ქართველიდან, მედლის მოგება მხოლოდ ორმა მოახერხა - რეპეშაჟის ქართულ ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ბექა ღვინიაშვილს აჯობა და ქართულ დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა, ისევე, როგორც მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა. ყაზახეთში გამართული მსოფლიო პირველობა ობიექტური მსაჯობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს (მათ შორის, ნახევარფინალურ შეხვედრას ოქრუაშვილის მონაწილეობით. - ავტ.) თუ არ ჩავთვლით, ქართველების
არადამაჯერებელ გამოსვლაზე ამას ნამდვილად არ უმოქმედია

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60) ბოლო პერიოდში არადამაჯერებლად ჭიდაობს და ასთანაშიც მხოლოდ ორი წრე გაიარა- ლიბანელ და ჰოლანდიელ მეტოქეებს აჯობა, მასპინძელ რუსტამ იბრაიევს კი ვერაფერი მოუხერხა და ტურნი­რი მერვედფინალში დაასრულა. მერვედფინალიც სანატრელი გაუხდა­ ლაშა შავდათუაშვილს
(73)-ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ პიერ დუპრატთან. შეხვედრის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როცა სახიფათო ილეთის გამოყენებისთვის ასპარეზობიდან მოხსნეს! უმედლოდ დაასრულა გამოსვლა ნუგზარ ტატალაშვილმაც. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, მერე მიყოლებით აჯობა უკრაინელ და ჩინელ მეტოქეებს, მერვედ­ფინალში კი ერთადერთი გაფრთხილების გამო წააგო მონღოლ ოდბაიარ განბაატართან.
ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) უფერული ჭიდაობა იქცა. ძიუდოისტი, რომელიც ყველა ტურნირის უპირობო ფავორიტია, ასთანაში თავის თავს არც უღიმღამო ჭიდაობით ჰგავდა და არც შედეგით. `ჩირიკა~ (ჭრიკიშვილის მეტსახელია.- ავტ.) ნახევარფინალში კი გავიდა, მაგრამ ხუთი მატჩის ჯამში მისი შესრულებით, კინკილა გდება თუ ვნახეთ. ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. 21 წლის იაპონელმა ერთი ჩავლებაც კი არ ააღებინა ჩვენებურს, თავად კი იუკო აართვა და ფინალში გავიდა. ამ წაგებამ ისედაც უილაჯოდ მოჭიდავე ჭრიკიშვილს მთლად დაუკარგა ხალი­სი და ბრინჯაოსთვის მატჩიც წაა­გო ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან... ამ ფონზე 81 კილოგრამში მოჭიდავე უშანგი მარგიანის წაგება აღარავის გაჰკვირვებია. როგორც იქნა, პირველი მედალი 90 კგ-ში მოვიპოვეთ: ბრინჯაოსთვის მატჩში ლიპარტელიანმა ღვინიაშვილს აჯობა და ნაკრებს­ ერთადერთი მედალი მოუტანა. არადა, ძირითად ბადეში ღვინიაშვილმა მეტი შეხვედრა მოიგო- ის ნახევარფინალში დამარცხდა კირილ დენისოვთან, ვარლამმა კი მეოთხედფინალში წააგო მომავალ ჩემპიონ დონგ ჰან გვაკთან...
როგორც ვთქვით, მეორე ბრინჯაო ოქრუაშვილმა მოიპოვა­- ნახევარფინალში იაპონელ მეტო­ქესთან მისი მარცხი არბიტრის სინდისზეა, ამის მიუხედავად, ადამმა მობილიზება მოახერხა და ბრინჯაოსთვის მატჩში გერმანელ ანდრე ბრეიტბართს აჯობა. რაც შეეხება გუნდურ პირველობას, ის 30 აგვისტოს გაიმართა­ და შედეგები ჩვენი გაზეთის ამ ნომერში ვერაფრით ვერ მოხვდებოდა.
ენლილი
31 აგვისტო 2015 13:24
არადა, ძირითად ბადეში ღვინიაშვილმა მეტი შეხვედრა მოიგო-->ამით რა გინდათ, რომ თქვათ..ბექა ვარლამზე ძლიერია და მას ეკუთვნოდა მედალი? მე მგონი, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა. ბაკერი ბექასთან კი დამარცხდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ბექაზე ძლიერია. ბექა კი, თუ მწვრთნელებმა ყურადღება არ მიაქციეს მის ფიზიკურ მომზადებას და ტაქტიკას, დაგვრჩება ვარსკვლავბიჭუნად...

ჭრიკიშვილს რაც შეეხება-მაგ ბიჭს სერიოზული ყურადღება სჭირდება, იმიტომ, რომ ზოგადად, არ არის სტაბილური. დიდებში როცა გადავიდა, ზაიზენბახერთან მოუწია და ფაქტიურად, ვერაფერს აკეთებდა განსაკუთრებულს. ევროპის მედალიც კი არ ჰქონია. უზნაძის ხელში უცებ მიაღწია წარმატებას, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, რაღაც ახალია საჭირო-ნაგასემ და პიეტრიმ სულ წვრილმანებამდე შეისწავლეს მაგის ჭიდაობა და ანეიტრალებენ. ცალკე კიდევ ტრავმები და რაღა დარჩა...

რედაქტორის რჩევით