"შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, წადი, "სკრიპკას" მიხედეო..."
05-10-2015
"შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, წადი, "სკრიპკას" მიხედეო..."
1982 წლის მარტში გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა ჟურნალმა "მუნდიალმა" გამოკითხვა მოაწყო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ 24 ფინალისტი ქვეყნის წარმომადგენლებმა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს: დავით ყიფიანი მეოთხე აღმოჩნდა მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ...

1964 წლის ზაფხულში ფეხბურთის მწვრთნელის, ფარვიზ ჭელიძის ყურადღება თბილისის 53-ე სკოლის ეზოში მობ­ურთავე 13 წლის ტანმაღალმა და გამხდარმა ბიჭმა, დათო ყიფიანმა მიიპყრო. ჭელიძე­ კარგა ხანს ადევ­ნებდა თვალს მის თამაშს, შემდეგ­ ყმაწვილს გაეცნო და ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში მიიწვია. სუსტი აღნა­გობის
გამო თანაგუნდელებმა დათოს "ძვლების ტომარა" შეარქვეს... შემდეგ ყიფიანი თბილისის "დინ­ა­მოს" დუბლებში გადაიყვანეს, თუმცა­ მალე გუნდ­იდან წასვლა მოუხდა. მიზეზი მწვრთნელის უხეში რეპლიკა იყო: "შენგან ფეხბ­ურთელი არ გამოვა, წადი, "სკრიპკას" მიხედეო"...

ყიფიანების ოჯახი თბილისის ცენტრში,­ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის 3 ნომერში ცხოვრობდა.

დედის ინიციატივით, დათო ერთხანს­ ქართულ ცეკვაზე
დადიოდა, 7 წელი ფორტეპ­იანოს დაკვრას სწავლობდა­. დედა ბურთაობას უკრძალავდა, ამიტომ შინ მისვლამდე­ ბიჭი დასვრილ შარვალს საგულდაგუ­ლოდ წმენდდა. 9 წლის დათო უკვე უბნის გუნდის ლიდერი იყო...

"დინამოს" დუბლებიდან წასვლის­ შემდეგ დათო მთელ დღეებს უბ­ნის­ ბიჭებთან ატარებდა. ბედად,­ მის ცხოვრებაში საფეხბურთო წრეებში ცნობილი კაცი, ქართლოს სვანიძე გამოჩნდა, რო­მ­ე­ლმაც დაარწმუნა, ფეხბურთს დაჰბრუნებოდა. 1970 წლის მიწურულს ყიფიანი თბილისის "ლოკომოტი­ვში"­­ მიიღეს. გუნდს ნოდარ ახალ­კაცი წვრ­თნიდა, "ლოკომოტივის"­ თავდამსხმელი კი მიხეილ მესხი იყო. მესხის გვერდით დათომ ერთი სეზონი ითამაშა.­ შემდეგ კვლავ "დინამოში" გამოიძახეს... ყიფიანის დებიუტი თბილისში, ტაშკე­ნტის "ფახთაქორთან" შედგა­. 19 წლისამ მეორე ტაიმში­ ლეგენდარული­ სლავა მეტრეველი შეცვალა.

ყველა ცნობარში დავით ყიფიანის დაბადების თარიღად 1951 წლის 18 ნოემბერია მითითებული. სინამდვილეში იგი 18 ივნისს დაიბადა. დაბადების თარი­ღი ყიფიანს ფეხბურთის გამო შეუცვალეს. 1969 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიაში­ გასამართი ტურნირისთვის ემზადებოდა. დათოს­ მაშინ 18 წელი შე­უსრულდა, საერთაშორისო წესების თანახმად კი გუნდში მხოლოდ 18 წლამდე მოთამაშეები უნდა ყოფილიყვნენ. ასე გაჩნდა 18 ივნისის­ ნაცვლად 18 ნოემბერი. ტურნირამდე რამ­დენიმე დღით ადრე ყიფიანი­ თავის­ ორ მეგობარს, გია გორგოძესა და ლევან ერისთავს ეთამაშა ფეხბურთს. ერთ-ერთი დათოს­ უხერხულად დაეჯახა და ხელი მოსტეხა. ყიფიანი შოტლანდიაში ვეღარ წავიდა, გადასწორებული მეტრიკა კი სამუდამოდ­ დარჩა...

(იხილეთ ასევე: ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი)

სპორტული საზოგადოება "დი­ნამო" შს სამინისტროს დაქვემდებარებაში ითვლებოდა და გუნდის თითოეულ წევრს მილიციელის შესაბამისი წოდებაც უნდა ჰქონოდა. 1971 წელს დავით ყიფიანს მილიციის ლეიტენანტის წითელი წიგნაკი გადასცეს. ეს საბუთი ოჯახური კონფლიქტის მიზეზად იქცა - დათოს ბებიამ, რომელსაც ჩეკისტებმა 2 ძმა დაუპ­ატიმრეს, შვილიშვილის შარვლის დაუთოებისას ჯიბეში წითელი წიგნაკი იპოვა. ბებიას ლამის გული წაუვიდა. თურმე დიდხანს არწმუნებდნენ, არ არის შენი დათო ჩეკისტიო. უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას ყიფიანი­ უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყო. "დინამოშიც" და საბჭოთა ნაკრებშიც ათნომრიანი მაისურით გამოდიოდა. დათო ნახევარმცველის­ ფუნქციას ასრულებდა და შეტევების მთავარ ორგანიზატორად ითვლებოდა. იმავდროულად, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. სა­კავშირო ჩემპიონატებში 107 გოლი გაიტანა. ლონდონში "დინ­ამომ" "ვესტ-ჰემი" 4:1 დაამა­რცხა და ინგლისელებმა ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ბრიტანული პრესა დათოს იმ პროფესორს ადარებდა, რომელიც ინგლისელებს ფეხბურთის თამაშის გაკვეთილებს უტარებდა. ამ გამარჯვებიდან 2 თვეში კი "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ყიფიანი გუნდის კაპიტანი არ ყოფილა,­ თუმცა ფეხბურთელებში­ განუზომელი ავტ­ორი­ტეტით სარგებლობდა. ამის მიუხედავად დათოს, რომელიც იმხანად საუცხოო­ სპორტულ ფორმაში იყო, "დინამოს" დატოვებამ მეორედაც მოუწია - ყიფიანი და ახალკაცი შეკამათდნენ. მთავარი მწვრთნელის­ აზრით, დათო ამხანაგებს გადაჭ­არბებულ ყურადღებას უთმობდა და ამის გამო ზოგჯერ სპორტულ ფორმას კარგავდა. დათოს გარეშე გუნდმა კიეველ თანაკლუბელებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო. საქმეში უმალ ჩაერთო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა - შევარდნაძემ "დინამოს" კურატორი გამოიძახა და ყიფიანთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა. შოთა გორგოძემ დათო მეგობრის ბინაში მთვრალი იპოვა. "დინამოში" დაბრუნებაზე ფეხბურთელმა კატეგორიული უარი განაცხადა. საუბარმა დილამდე გასტანა და გორგოძემ როგორღაც მოახერხა ყიფიანის დაყოლიება. ყიფიანი გუნდში დაბრუნდა. იმ წელს თბილისელებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვეს.

1981 წელს ესპანეთში "ოთხთა ტურნირი"­ გაიმართა. მასპინძლებმა საასპარეზოდ ევ­როპის უძლიერესი გუნდები: მადრიდის "რეალი", "ბაიერნი", "აზ-67" და თბილისის "დინამო" მიიწვიეს. თბილისელებმა "ბაიერნი"­ იოლად დაამარცხეს. ორი დღით ადრე გამართული "დინამოსა" და "რეალის" შეხვედრა კი ყიფიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მაშინ, როცა ქართველები 2:1 იგებდნენ,E ესპანელმა მცველმა ანხელმა დათოს მძიმე ტრავმა მიაყენა. ფეხმოტეხილი ყიფიანი საკაცით გაიყვანეს, ულიდეროდ დარჩენილმა "დინამომ""კი ბოლო 15 წუთში­ 3 გოლი გაუშვა.

1982 წლის მარტში გავლენიანმა ესპანურმა ჟურნალმა "მუნდიალმა" გამოკითხვა მოაწყო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ 24 ფინალისტი ქვეყნის წარმომადგენლებმა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს: დავით ყიფიანი მეოთხე აღმოჩნდა მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ. ასეთი აღიარების მიუხედავად, იმავე წელს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყიფიანი, რომელსაც ტრავმა უკვე მოშუშებული ჰქონდა, ესპანეთს მიღმა დატოვეს, იგივე ბედი გაიზიარა ვლადიმერ გუცაევმაც, რომელიც ერთი წლით ადრე ესპანეთის "ოთხთა ტურნირის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებმა, ბესკოვმა და ლობანოვსკიმ, ჩვენებურებს თავისივე აღზრდილები არჩიეს.

31 წლის ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 1982 წლის 13 ნოემბერს დიდი ფეხბურთიდან ყიფიანის გაცილების ცერემონია უნდა შემდგარიყო. თბილისში უამრავ სტუმარს ელოდნენ, მაგრამ სსრკ-ის მეთაური ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა... ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ყიფიანი კარგა ხანს უმუშევარი იყო. შემდეგ სამსახური შს სამინისტროსა და რესპუბლიკის პროკურატურაში შესთავაზეს. პროკურატურა აირჩია, მაგრამ მალე ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა მწვრთნელის რანგში.
ყიფიანის მთავარი მწვრთნელ­ობისას თბილისის "დინამო" საქა­რთველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. 1996 წელს "დინამომ" ევროტურნირზე ერთბაშად სამი ეტაპი დასძლია. ყიფიანი სათავეში ედგა ეროვნულ გუნდსაც. როგორც მწვრთნელს, წარმატებები ჰქონდა იაროსლავლის "შინიკშიც" - რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად განწირული გუნდი ერთ წელიწადში პირველ ხუთეულში გაიყვანა. მსგავსი რამ მოხდა კვიპროსშიც, სადაც ყიფიანი "ოლიმპიაკოსს" ხელმძღვანელობდა.

2001 წლის 17 სექტემბერს ყიფიანი ქობულეთში იმყოფებოდა, როცა რუსეთიდან დაურეკეს და მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს. დათო თბილისისკენ გამოემგზავრა.

იმ საღამოს სოფელ წეროვანთან ავტოავარია მოხდა. თბილისისკენ­ მიმავალი დათოს "მერსედესი" გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ყიფიანი დაიღუპა. ექიმების დასკვნით, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე მას გულის შეტევა დაემართა.
2002 წელს ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ დავით ყიფიანი უმაღლესი ჯილდოთი, ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ ჩერქეზია


სიმბოლური გასამრჯელო


ყიფიანს მრავალი სპორტული ჯილდო მოუპოვებია, თუმცა მატერიალური გასამრჯელო ყოველთვის სიმბოლური ჰქონდა. ანაზღაურება თვეში 350 მანეთს არ აღემატებოდა. ყველაზე დიდი ფულადი პრემია, 250 მანეთი­ - ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვების შემდეგ გამოუწერეს და თან უფლება მისცეს, თავის ფასად შეეძინა ჩამოწერილი"ტაქსი გაზ-24...
goga15
07 ნოემბერი 2015 21:16
საბჭოთა ფეხბურთჰი არიან სუპერ კლასის სპორტსმენები, მაგრამ არიან ასევე ეხსტრა სუპერ კლასის სპორტცმენები- ამას ამბობს პროგრამა ვრემიაში წამყვანი მასლაჩენკო და აჩვენებენ ყიფიანი კისერზე იჩერებს ბურთს ჩამოიგდებს წინ ურტყავს და ბურთი ხვდება ცხრიანთან ძელს--ულამაზესი მომენტი. თან ეს ხდება გასვლაზე-მოსკოვში----როგორ მახსოვს ეს მომენტი
დათო
08 ოქტომბერი 2015 10:49
რუსებმა მაგრად დაჩაგრეს ყიფო. შეიძლებოდა მისი არწაყვანა ესპანეთში? დეგენერატი გავრილოვი და ხელმოტეხილი ბურიაკი ხომ წაიყვანეს!....იგივე იყო მესხის შემთხვევაში და საერთოდ, რაც მაგათ ნერვები გვიშალეს.... თანაც ყველა საკავშირო ფინალი მოსკოვში იმართებოდა, მსაჯებზე აღარ ვლაპარაკობ. ჩვენ დინამოს, თუ არ მეშლება, ყველაზე ბევრჯერ აქვს აღებული სსრკ-ს ვერცხლი და ბრინჯაო და სინამდვილეში ყველა ოქრო უნდა ყოფილიყო.
kaxeli
07 ოქტომბერი 2015 21:57
წავიკითხე თქვენი კომენტარები ძმებო და დებო, თქვენ გენაცვალეთ რომ ასე აფასებთ ამ ადამიანს და მის ღვაწლს ჩვენი პატარა ქვეყნის წინაშე. ჩვენი არაფერი ფასობს დასავლეთში, მარტო ფეხბურთელები კი არა ეგ უგვარ-ჯიშო ევროპელები დღეს შუა აზიაში იცხოვრებდნენ კარვებში, საუკუნეების მანძილზე ქართველებს რომ არ შეეკავებინათ აზიიდან წამოსული ტალღები. ჩვენ დავაფასოთ ვინც ვართ და რა სიმდიდრეც უფალმა გვიბოძა.

რედაქტორის რჩევით