ხმა მიეცით ზაზას!
11-01-2016
ხმა მიეცით ზაზას!
სამიოდე თვის წინ მთელი საქართველო "მე-16 მოთამაშე" იყო და "ბორჯღალოსნებს" ქომაგობდა მსოფლიო თასზე, ბოლო დღეებში კი ქართული სპორტის (და არამხოლოდ სპორტის) მთავარი ფიგურა ზაზა ფაჩულიაა!

"დალას მავერიკსის" კალათბურთელი საუცხოო სეზონს ატარებს. იგი ტეხასური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ორმაგი დუბლის (ერთ მატჩში ათზე მეტი ქულა და მოხსნა, ჩაჭრა ან პასი) გარეშე მოედანს იშვიათად ტოვებს და აქვს ისტორიული შანსი, გახდეს პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც NBA-ს All Star-ში, ანუ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს!

ამისთვის საჭიროა, All Star-ის სასტარტო ხუთეულების გამოსავლენ გამოკითხვაში "დალასის" ქართველმა ცენტრმა კონკურენტებს აჯობოს. ხმის მიცემა ყოველდღიურად შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხერხით, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტიანი სოციალური ქსელის მეშვეობით აგორებული კამპანია გამოდგა. ამის "ბრალია", სოციალური ქსელების ლამის ყოველი მეორე ქართველი მომხმარებელი ფაჩულიას ფოტოს რომ აზიარებს და მისთვის ხმის
მიცემისაკენ მოგვიწოდებს საკუთარი სტატუსის, ფოტოკოლაჟის და ა.შ. მეშვეობით.

სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც - ბაგრატ III-ის შემდეგ ზაზა ფაჩულია პირველია, ვინც საქართველო გააერთიანაო! დიახ, სტატუსი #NBAVote Zaza Pachulia უკანასკნელი კვირების მთავარ სლოგანად იქცა. შედეგი? თუ გამოკითხვის წინა შუალედურ შედეგებში ფაჩულიას გვარი საერთოდ არ ფიგურირებდა, გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ქართველ კალათბურთელს თანაგუნდელ დირკ ნოვიცკიზე ორჯერ მეტი - 200 ათასამდე ხმა ჰქონდა და მე-8 პოზიციაზე იყო! მაგრამ ეს საკმარისი არ არის - "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად ზაზას თავის პოზიციაზე მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა სჭირდება, თუმცა, ბოლო დღეებმა დაგვარწმუნა, რომ ერთიანობით სასწაულის მოხდენა შეიძლება. ზაზას მხარდასაჭერად უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ღლონტი მზადაა, ფაჩულიას მხარდაჭერის შემთხვევაში სტუდენტებს 1 საგამოცდო ქულა მოუმატოს, სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა კი თავს ვალდებულად თვლის, ყოველდღიურად დაწეროს - #NBAVote Zaza Pachulia

ხმის მიცემა 18 იანვრის ჩათვლით შეიძლება, ხმის მიცემის ხერხები კი ფოტოზე ნახეთ.

P.S. #NBAVote Zaza Pachulia
არჩილ ხოფერია
14 იანვარი 2016 17:00
ობიექტური შედეგებით ზაზა ერთ-ერთი უძლიერესია ამ სეზონში. შედარებისათვის მოგიყვანთ ნბა-ს ერთ-ერთი ლეგენდის დენის როდმანის შედეგებს Сезон 1988-89 стал первым чемпионским сезоном Детройт Пистонс, в Финале НБА в сухую разгромившими Лэйкерс. В регулярном чемпионате Родман играл роль первого запасного игрока команды, за 26.9 минут забивая по 9.0 очка, делая по 9.4 подбора, 1.2 передачи и 0.93 блок-шота. ეს დენის როდმანზეა ახლა ნახეთ ზაზას შედეგები
PPG 10.7 RPG 10.8 APG 1.8 SPG 1.1 როგორც ხედავთ ყველა კომპონენტში ზაზა უკეთესია!

რედაქტორის რჩევით