ზაზა ფაჩულია "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სარეზერვო მოთამაშედაც ვერ მოხვდა - კვირის პალიტრა

ზაზა ფაჩულია "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სარეზერვო მოთამაშედაც ვერ მოხვდა

28 იანვარს NBA-ს მწვრთნელების მიერ შერჩეული "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე სარეზერვო მოთამაშეები გამოვლინდა.

დასავლეთის კონფრენციაში, რომლის გუნდსაც გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის, შემდეგი კალათბურთელები შეირჩა: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.

როგორც ხედავთ, მწვრთნელებმა სარეზერვოებში ზაზა ფაჩულია არ აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა და ის "ყველა ვარსკლავის" მატჩში მოხვდებოდა. თუმცა ზაზა მე-4 ადგილზე გავიდა ფორვარდებში და ბოლო იმედი მწვრთნელების ხმები იყო.

იხილეთ ინტერვიუ ზაზასთან: "ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერ იყიდი" (ექსკლუზივი)

"სპორტალი"