მინიმალური სხვაობით - კვირის პალიტრა

მინიმალური სხვაობით

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ავსტრიაში

გადაბარგებამდე, გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ფრანკფურტში, გერმანელ თანატოლებთან გამართეს ამხანაგური მატჩი და მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდნენ. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მეორე ტაიმში კი ქართველებს დაღლა დაეტყოთ და მატჩის ერთადერთი გოლიც გაუშვეს.

გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრების წინა ფორმაციის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. მერე კიდევ, ამ ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ასეთ ძლიერ მეტოქესთან სპარინგი და რაც მთავარია, თანაბარი თამაში ნამდვილად მისასალმებელია. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ გერმანელებთან ნაკრებს უპირობო ლიდერი - "ბარსელონას" ჟუვენილ  B-ში მოთამაშე გიორგი ჭანტურია ვერ დაეხმარა. ის თანაგუნდელებს ავსტრიაში შეუერთდება.