ობამამ წაგებული "ჩააბარა" - კვირის პალიტრა

ობამამ წაგებული "ჩააბარა"

გარდა იმისა, რომ სპორტის მოყვარულია, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა აზარტული და რაც მთავარია "სიტყვის კაციც" ყოფილა. ვანკუვერის

ოლიმპიადაზე გამართულ ჰოკეისტთა ფინალის (აშშ-კანადა) წინ, ის კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერს დაენაძლევა.

თუ ფინალში კანადელები გაიმარჯვებდნენ, ობამას "ოპონენტისთვის" უძველესი კანადური ლუდსახარში კომპანიის - Molson-ის ლუდის ერთი შეკვრა უნდა ეყიდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ოქროს მედლები ამერიკელებს დარჩებოდათ, ჰარპერი ვალდებული იქნებოდა, თეთრ სახლში უძველესი ამერიკული ლუდის Ingling-ის ერთი შეკვრა გაეგზავნა.

ფინალი კანადელთა გამარჯვებით - 3:2 დასრულდა, ობამამ კი წაგებული გადაჭარბებით "ჩააბარა" პატრონს - პრემიერ-მინისტრის ოფისში ერთ ყუთ Molson-თან ასევე ერთი ყუთი Ingling-იც მიტანეს...