"ევრო 2016" აპრილში დაიწყება!
18-04-2016
"ევრო 2016" აპრილში დაიწყება!
იცოდე, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში ივნისს არ დაუცდის...

მერე რა, რომ საფრანგეთში ვერ მიდიხარ? საქართველოშიც შეგიძლია "პატარა საფრანგეთის" მოწყობა: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, გაალამაზე ალბომი უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე ევროპის ჩემპიონი ნაკრების მაისური!


საქართველოს ნაკრები არ თამაშობს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ საქართველოში მაინც ბევრი ელის მოუთმენლად 10 ივნისის საღამოს, როცა პარიზის "სტად დე ფრანსზე" "ევრო 2016"-ის პირველი მატჩი დაიწყება.

მაგრამ
ფეხბურთი მხოლოდ სტადიონი არ არის. და მით უმეტეს, არც - მხოლოდ ტელევიზორში ნანახი თამაში. ფეხბურთს აჟიოტაჟი სტადიონს მიღმაც უხდება.

მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვაგროვებდით საყვარელი გუნდების და ფეხბურთელების ფოტოებს. საღეჭ რეზინში ამოსული "ნაკლეიკა" ან ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი მაშინ უფრო ძვირად გვიღირდა, ვიდრე თანამედროვე მოზარდებს -
Xbox-ის დისკი, ან სოციალურ ქსელში ასობით მოწონება... მაშინ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის ოფიციალურ გახსნამდე კარგა ხნით ადრე იწყებოდა.

ახლაც ასე იქნება, ოღონდ ახლა შვილებთან ერთად შევაგროვებთ უფრო ხარისხიან და მრავალფეროვან სტიკერებს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს აიღებს სტარტს. თუმცა, კონტინენტის პირველობა შენთვის აპრილიდან დაიწყება! 25 აპრილიდან საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში გაიყიდება "პალიტრა L"-ის გამოცემული გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება. ალბომში გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.

სხვაზე ადრე შევსების იმე­დით, დაიწყება სტიკერების გაცვლა-გამოცვლაც: "ინიესტას ზედმეტი სტიკერი მაქვს. გინდა, რონალდუში გაგიცვალო?" "რონალდუ უკვე სამჯერ ამომივიდა. აი, ბუფონს თუ მომცემ, შემიძლია, ლევანდოვსკი ან ნოიერი დაგითმო"... ბავშვების ნუ გაგიკვირდებათ.

დღესაც კი, ინტერნეტის ეპოქაში, ბავშვებს ტელევიზორში ან სოციალურ ქსელში ნანახ ბუფონს და ინიესტას ხელშესახები, თავიანთ ალბომში ჩაკრული მათი ფოტოები ურჩევნიათ. თუმცა, რატომ მხო­ლოდ ახალგაზრდებს? თუ ფეხბურთი გიყვარს და განსაკუთრებულად ქომაგობ ევროპის რომელიმე ნაკრებს, "პალიტრა L"-ის გა­მოცემულ უმაღ­ლესი ხარისხის ალბომს გულ­გრილად ვერც შენ ჩაუვლი...

ნუ დაელოდები 10 ივნისს. მანამდე მოემზადე ევროპის ჩემპიონატისთვის.

მერე რა, რომ საფრანგეთში ვერ მიდიხარ? საქართველოშიც შეგიძლია "პატარა საფრანგეთის" მოწყობა: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, გაალამაზე ალბომი უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე ევროპის ჩემპიონი ნაკრების მაისური!
კოლექციონერს შეუძლია, ცალკე შეიძინოს სტიკერების პაკეტები და ალბომში დარჩენილი ცარიელი ადგილები ეტაპობრივად შეავსოს. პაკეტშIი სტიკერების ხუთი ბლოკი დევს. ალბომში სტიკერისთვის გამოყოფილი თითოეული ადგილი დანომრილია, ისევე, როგორც სტიკერები. შესაბამისად, კოლექციის მფლობელი იოლად მოუძებნის ადგილს პაკეტში მოთავსებულ სტიკერს. სასურველი სტიკერის შეძენა ვებგვერდ www.biblusi.ge-ს მეშვეობითაც შეგიძლიათ...

25 აპრილიდან ფეხბურთის ყველა მოყვარულს შეუძლია (და აუცილებლად მოუნდება!) ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრებისა და მოთამაშეების სტიკერების შეგროვება. მით უმეტეს, რომ ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს, საჩუქრად გადაეცემა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ნაკრების მაისური!

იცოდე, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში ივნისს არ დაუცდის...
ამაში 25 აპრილიდან დარწმუნდები!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით