მარცხი და თეორიული შანსი - კვირის პალიტრა

მარცხი და თეორიული შანსი

სამწუხაროდ, ჩინებულად დაწყებული საქმე ასევე ვეღარ გააგრძელა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა. ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის

შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს 1:0 და მომდევნო შეხვედრაში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრეც აძლევდათ ხელს.

ბენილუქსელებთან მატჩის 69-ე წუთამდე საქმე სწორედ ასეც მიდიოდა, - ჰოლანდიელთა გოლს ჭანტურიამ ორიოდე წუთში გოლითვე უპასუხა.

სამწუხაროდ, ჰოლანდიელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების ბურთის გატანა, რასაც მალევე ჭანტურიას გაძევებაც მოჰყვა. ასე რომ, "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი მესამე მატჩში ვეღარ დაგვეხმარება.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხებმა უკრაინას გამოჰგლიჯეს გამარჯვება (2:1) და ახლა ყველაფერი ბოლო ტურზეა დამოკიდებული. საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსითაც შეეძლო ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ჰოლანდიასთან მარცხმა ეს ვარიანტი გამორიცხა.

ახლა პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიღა დაგვრჩა, რისთვისაც ჩეხეთმა მაინცდამაინც 1:0 უნდა მოუგოს ჰოლანდიას, ჩვენ კი 3:0, 3:1 ან მეტი ანგარიშით დავამარცხოთ უკრაინა. მესამე ტურის მატჩები 30 მარტს გაიმართება.