რიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

რიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა. რეპეშაჟის მატჩში კი პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა ანგარიშით 9:2 შეძლო.

სასტარტო შეხვედრაში პეტრიაშვილმა ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია, მერვედფინალში კი ქართველმა ფალავანმა უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო. საწუხაროდ, მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელ ნემათ ჩასემისთან დასანანად წააგო (4:4), ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს. ქართულ დელეგაციას ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს.