კარელინის ყურები - კვირის პალიტრა

კარელინის ყურები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე, ალექსანდრ კარელინი ახლა რუსეთის დუმის დეპუტატია. სამგზის ოლიმპიურ, ცხრაგზის

მსოფლიო და თორმეტგზის ევროპის ჩემპიონს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, როგორც ჩანს, საქმე ბევრი არაფერი აქვს, თორემ სხვა შემთხვევაში, რატომ მივიდოდა ვორონეჟის #6 ლიცეუმში ყურების საპარტყუნებლად? საქმე ის არის, რომ ცნობილი სპორტსმენები სკოლებში მიდიან და ე.წ. "ჩემპიონის გაკვეთილს" ატარებენ. კარელინს კი მერვეკლასელები ხვდა წილად.

"ჭიდაობაში, მთავარი ტვინის გავარჯიშებაა, - ასე დაიწყო ჩემპიონმა გაკვეთილი და ბავშვებს პრაქტიკული "სავარჯიშოც" უჩვენა. ყურები გაიწელა და იკითხა, - იგრძენით, როგორ ჩაგეღვარათ სითბო თავში? აი, ახლა საჭიდაოდ გასვლაც შეიძლება"... მოგვიანებით, კარელინმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა. "ჭიდაობა - ევოლუციაა, ევოლუცია კი გზა სრულყოფილებისკენ... ჩვენი სახეები ინტელექტს ნამდვილად არ ასხივებს. მაგრამ ჩემმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ - კითხვაც ვიცი და უმაღლესი განათლების დიპლომიც მაქვს" - გაამხიარულა ბავშვები ლეგენდარულმა მოჭიდავემ.