სილამაზის კონკურსი... ვუდსის საყვარლებს შორის - კვირის პალიტრა

სილამაზის კონკურსი... ვუდსის საყვარლებს შორის

მსოფლიო გოლფის ვარსკვლავს, ტაიგერ ვუდსს ყოფილი საყვარლები არ ასვენებენ. დღე არ გავა, რომელიმე ლამაზმანმა არ წამოყოს თავი და პლანეტის

ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთან ურთიერთობაზე არ იყბედოს.

თითქოს ეს არ ჰყოფნითო, ვუდსის ყოფილმა "შეყვარებულებმა"... ერთმანეთს შორის ყველაზე ლამაზის გამოსავლენად სპეციალური კონკურსიც კი მოაწყვეს! კონკურსი ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის - ჰოვარდ სტერნის სატელევიზიო შოუს ეგიდით მოეწყო და მასში ჯეიმი ჯანგერსმა გაიმარჯვა.

27 წლის ქერათმიანმა ოფიციანტმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა კონკურსის დანარჩენი მონაწილეები - ლორდანა ჯოლი და ჯეიმი გრაბსი და საპრიზო თანხას, 100 ათას დოლარსაც დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობაზე ვუდსის დანარჩენმა სატრფოებმა უარი განაცხადეს...