პირველი პარაოლიმპიური ოქრო ქართული სპორტის ისტორიაში - ზვიად გოგოჭური ჩემპიონია - კვირის პალიტრა

პირველი პარაოლიმპიური ოქრო ქართული სპორტის ისტორიაში - ზვიად გოგოჭური ჩემპიონია

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური პარალიმპური თამაშების გამარჯვებული გხადა.

რიოში პარაოლიმპიური თამაშები 7 სექტემბერს, "მარაკანაზე" გაიხსნა და 18 სექტემბრამდე გასტანს.

10 სექტემბერს ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 90-წონით კატეგორიაში შანსი არავის დაუტოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. გოგოჭურმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით გაიმარჯვა. გოგოჭურმა იპონითვე იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ჰყავდა.

ეს ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ოქროს მედალია.

საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაცია რიოში 11-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. თამაშებში მონაწილეობას პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭურის გარდა, პარამოცურავე ლიკა ჩაჩიბაია იღებს. რაც შეეხება ლიცენზიებს, ზვიად გოგოჭური არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლიკა კი ე.წ. ველური ბარათით მოხვდა პარაოლიმპიადაზე.