კოული რეპერობას აპირებს - კვირის პალიტრა

კოული რეპერობას აპირებს

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს, ეშლი კოულის საიდუმლო ოცნება ჰქონია - ინგლისელ მოთამაშეს რეპერობა სურს... კოულმა უკვე ითანამშრომლა

ცნობილ რეპერთან 50 ჩენტ ფილმ "სასიკვდილო რბოლის" საუნდტრეკის ჩაწერისას.

საქმე ის არის, რომ ინგლისის ნაკრების კიდევ ერთ წევრთან - რიო ფერდინანდთან ერთად, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ეშლიც გახლდათ. "კოული მუსიკაზე ჭკუას კარგავს, - აღნიშნა ფერდინანდმა, - ერთად ცოტა ხანს ვიმუშავეთ, მაგრამ მაშინვე შევატყვე, როგორ უყვარს მუსიკა. არ გამიკვირდება, თუ ფსევდონიმს შეირჩევს და რეპერობას დაიწყებს". როგორც ჩანს, ფეხბურთელს ეს საქმე მართლაც ძალიან უყვარს. ანდა, უბრალოდ, არ სურს ჩამორჩეს მეუღლეს - ცნობილ მომღერალსა და ტელეწამყვან შერილ კოულის.