"ოქროსგან თავისუფლები" - კვირის პალიტრა

"ოქროსგან თავისუფლები"

ბაქოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი მოიპოვა. "თავისუფლებმა"

აზერბაიჯანიდან სამი მედალი - ორი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო წამოიღეს. მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს მალხაზ ზარქუამ (60კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96), ვეტერანი ოთარ თუშიშვილი (66) კი მესამე ადგილზე გავიდა. გოგშელიძე მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს - ფინალის პირველი პერიოდის ბოლოს ქართველმა ფალავანმა მასპინძელთა ბოლო იმედი - ხეთაგ გაზიუმოვი ტატამიდან გადააგდო, მაგრამ ამისთვის რატომღაც ქულა არ მისცეს.

მერე კი გიორგი მეტოქემ საკუთარი შეტევისას "დაიჭირა" და... აზერბაიჯანელებს რომ არბიტრების მოსყიდვაში ბადალი არა ჰყავთ, ცნობილია, მაგრამ ბედის ირონიითა თუ საგანგებოდ, გოგშელიძისა და გაზიუმოვის შეხვედრა სწორედ იმ კოლუმბიელს ამსაჯეს, შარშან მანუჩარ ცხადაიას აშკარად რომ წააგებინა ფინალი აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან...