ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ერთი სტადიონია!.. - კვირის პალიტრა

ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ერთი სტადიონია!..

"პალიტრა" 15 წლისაა...  უკვე ტრადიციად იქცა - 5 წელიწადში ერთხელ, მთელი შემადგენლობით ვიკრიბებით ხოლმე სამახსოვრო ფოტოსურათის გადასაღებად. აგერ, მესამედაც შევიკრიბეთ და...

წინა წლებში რედაქციის ეზოშიც თავისუფლად ვთავსდებოდით, ამჯერად კი ხელმძღვანელობამ ჩვენი ჰოლდინგის გვერდით მდებარე საფეხბურთო მოედანზე შეგვკრიბა. ისე იყო გადაწყვეტილი, ამ მოედნის ტრიბუნაზე უნდა დავმსხდარიყავით, მაგრამ იმდენი გავმხდარვართ, ტრიბუნამ კი არა, მოედანმა ძლივს დაგვიტია და საუკეთესო კადრის ასარჩევად განათების ბოძზე აცოცებული ჩვენი ფოტოგრაფი, ზემოდან რომ გადმოგვხედა, კინაღამ ყირამალა წამოვიდა - რამდენი ხართ, ღმერთმა გამრავლოთო...

ასეა, ჯერ "მხოლოდ" 15 წლის და უკვე ერთი სტადიონი ვართ და 35 წლის იუბილეზე, ალბათ, ეროვნულ სტადიონზე მოგვიწევს შეკრება, ფრიდონი კი შვეულმფრენიდან "ჩაგვაკარტიჩკებს"...

ჰო, ბევრნი ვართ.და ღმერთმა გვამრავლოს!!!