"ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"
06-01-2017
"ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"
NBA-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა!

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის, ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) 341 ათასი ხმა.

NBA-ს გვერდიდან ფოტოს 10 000-მდე გაზიარება აქვს და მათი უმრავლესობა ქართველები არიან. ისინი აქტიურობენ კომენტარებშიც. ზაზას ხმების რაოდენობით გაკვირვებული უცხოელების
მიმართ ქართველები იუმორისტულ-კრიტიკულ კომენტარებს არ იშურებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


"აგინეთ... არ დანებდეთ"

"ამოუტრიალეთ, ოღონდ ინგლისურად"

"ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"

"თარხანთან თუ ვინმეს აქ სვიაზი, გადასცეს, შეაწუხოს დედის ხაზით ნათესაობა და პირველზეც გავალთ"

"ხუან, შენი პრისიონერა დედა ვატირე მე" (იხილეთ სრულად)

შეგახსენებთ, რომ
ჩვენს ქართველ სპორტსმენს აქვს შანსი პირველ ადგილზე გადაინაცვლოს. ჩვენ შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში მას 5 ხმა მივცეთ, ფეისბუკზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე, გუგლში და NBA-ს ოფიციალურ გვერდზე:
#NBAVote Zaza Pachulia

იხილეთ ვიდეო: NO NO NO NO... - კომენტატორების რეაქცია ზაზა ფაჩულიას დანახვაზე შედეგებში
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით