"მადლობა კობის" - კვირის პალიტრა

"მადლობა კობის"

გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ბერლინის "ჰერტას" კი, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი - ლევან

კობიაშვილი იცავს, ბუნდესლიგიდან გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის. გასულ შაბათს კობიაშვილის გუნდმა გელზენკირხენის "შალკეს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ბერლინური კლუბისთვის ეს ზედიზედ მე-15 მოუგებელი საშინაო მატჩი გახლდათ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ტრიბუნებზე მოხდა, სადაც გელზენკირხენიდან ჩასულმა ქომაგებმა დიდი ტრანსპარანტი გადმოფინეს წარწერით - "Danke Kobi 2003-2009".

როგორც ცნობილია "ჰერტაში" გადასვლამდე, 6 წლის განმავლობაში ლევანი სწორედ "შალკეს" რიგებში თამაშობდა და იქ გატარებული წლებისთვის ქომაგებმა მადლობა ამ ფორმით გადაუხადეს