შოთა თურქეთში ბრუნდება - კვირის პალიტრა

შოთა თურქეთში ბრუნდება

ჰოლანდიური "ალკმაარის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე - შოთა არველაძე სეზონის დასრულებისთანავე ახალ კლუბს ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით,

ქართველი მწვრთნელი ზაფხულიდან თურქეთის "ქაისერისპორის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს კლუბი მე-6 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისათვის იბრძვის. ტყუპისცალ არჩილთან ერთად შოთა არველაძე თურქეთში რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა  და იქაურებს ძმების საოცარი თამაში დღემდე ახსოვთ.

სამწვრთნელო კარიერა შოთამ კარიერის დასრულების შემდეგ, ბოლო კლუბის - "ალკმაარის" მწვრთნელის თანაშემწის რანგში დაიწყო და დიდი გამოცდილების მქონე  ჰოლანდიელებთან - ლუის ვან გაალთან და დიკ ადვოკაატთან მუშაობდა. სეზონის ბოლოს, "ალკმაარს" ადვოკაატიც ტოვებს და რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

თანაშემწედ მას იქაც არველაძის წაყვანა სურდა, თუმცა, თავად შოთას მთავარი მწვრთნელობა სურს და თურქეთში ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში ბრუნდება...