თამაში, რომელმაც ჩვენში "ციანიდის საქმეც" კი გადაფარა - კვირის პალიტრა

თამაში, რომელმაც ჩვენში "ციანიდის საქმეც" კი გადაფარა

დაახლოებით ბოლო 2-3 კვირაა ქვეყანაში ყველაზე აქტუალური თემა ე.წ. ციანიდის საქმეა. მასთან დაკავშირებული პატარა დეტალიც კი საზოგადოებისთვის საინტერესოა. ამაზე საუბრობენ ყველგან, მედიაში, ტრანსპორტში, ქუჩაში, სხვადასხვა დაწესებულებებში; ვრცელი პოსტები გვხდება სოციალურ ქსელში, თუმცა ეს ხდებოდა გუშინ ღამემდე, იქამდე, სანამ "ფეისბუკის" ალბათ, ყოველი მესამე ქართველი მომხმარებელი კატალონიური "ბარსელონას" საოცარ მოგებაზე არ დაიწყებდა წერას...

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, ფეხბურთის ცოდნას, სოციალური ქსელი ჩემპიონთა ლიგის გუშინდელმა მატჩმა, უფრო ზუსტად კი, ესპანური "ბარსელონასა" და ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" შეხვედრამ მოიცვა.

ევროპის ჩემპიონტა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" "პარის სენ-ჯერმენთან" 0:4 წააგო და იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, მეორე შეხვედრაში სასწაული უნდა ჩაედინა და ასეც მოხდა. გუშინ "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მიწურულს, როდესაც ანგარიში 3:1 იყო, "ბარსელონამ" საოცარი ფეხბურთის ფონზე შეუძლებელი შეძლო და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

"ბარსას" სწორედ ასეთი საოცარი თამაში გახდა სოციალურ ქსელი და არა მარტო იქ, დღის მთავარი თემა, რომელმაც შეიძლება ითქვას, ცნობილი "ციანიდის საქმეც" კი გადაფარა.