ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ დღეს ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მესამე მისვლაზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 217 კილოგრამი დასძლია, რითაც 1 კილოგრამით გააუჯობესა ირანელი დეჰდად სალიმის რეკორდი.

ირაკლი თურმანიძე მესამეა 201 კილოგრამით.