რეკორდსმენი RONALL DO
17-04-2017
რეკორდსმენი RONALL DO
გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნისთვის" გატანილი ორი გოლის შემდეგ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა! მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, უპირველესად, ხასიათისა და მანერების გამო, მაგრამ "ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელის უნიკალურ საფეხბურთო მონაცემებს ისინიც კი ვერ უარყოფენ. ან, ძალიანაც რომ გინდოდეს, სტატისტიკას სად წაუხვალ?! სტატისტიკა და რეკორდები კი იმდენი აქვს, ყველას ვერც ჩამოვთვლით, მაგრამ... არც სათაურში გამოყენებული სიტყვების თამაშია შემთხვევითი - რონალდუს
მართლაც ყველაფერი შეუძლია!

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 100 გოლი გაატანა. 32 წლის პორტუგალიელს ამისთვის 143 მატჩი დასჭირდა.

პირველი ფეხბურთელია, რომელსაც, ბოლო 7 წელიწადია, 30 ბურთი მაინც გააქვს ესპანეთის "პრიმერა დივიზიონში" (კალენდარული წლის განმავლობაში).

პირველია ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელთაგან, ვისაც ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა
ტურნირში 50 გოლი მაინც გაჰქონდა.

რონალდუ პირველი ფეხბურთელია, ვინც გოლი გაიტანა ევროპის ოთხ ჩემპიონატზე (2004, 2008, 2012, 2016).

პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთი (2016) წლის განმავლობაში მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და "ოქროს ბურთი".

"მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენია ერთ სეზონში გარემარბების გატანილი გოლების მიხედვით - 2008 წელს გააუმჯობესა ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელიც 40 წელი გრძელდებოდა.

"რეალის" რეკორდსმენია გატანილი გოლებით - რაულს (323 ბურთი) ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში გაასწრო!

პირველია ფეხბურთელებს შორის, ვინც სპონსორთან კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გააფორმა. იგი Nიკე-სგან დაახლოებით 24 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად!

კრიშტიანუ პირველია, ვინც სოციალურ ქსელებში 200 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა.

მას გოლი გაუტანია საფეხბურთო მატჩის ყველა წუთზე - 1-დან 90-ე წუთამდე!

ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით: 17 ბურთი 2013/2014 წლების სეზონში.

"პრიმერა დივიზიონში" გატანილი მორიგი გოლი ("ხიხონთან" მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - ავტ.), კრიშტიანუ რონალდუს ტოპ-5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. 14 აპრილის მდგომარეობით, მას და ჯიმი გრივზს 366-366 ბურთი ჰქონდათ გატანილი.
Goga
19 ივნისი 2017 02:32
Martlac sauketesoa sauketesota shoris.pirovnebac ar gaxlavt cudi.qvelmoqmedebas aketebs titqmis yovel wels.rogorc pexburteli kide ideeluria yvela aspektshi.yvelas ver eyvareba da ver moewoneba,magram ar sheidzleba mudam choreebi ganavrcos sapirispiro plangidan.

რედაქტორის რჩევით