"ბარსელონამ" ვილია შეიპირა - კვირის პალიტრა

"ბარსელონამ" ვილია შეიპირა

"ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ფორვარდი - დავიდ ვილია მომავალი სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს", - ირწმუნება ესპანური "მარკა". გამოცემის

ინფორმაციით, კლუბების ხელმძღვანელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თავდამსხმელი სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება კატალონიურ გრანდს. "ბარსელონას" პრეზიდენტს - ჟოან ლაპორტას სურს, ხელშეკრულება 13 ივნისამდე, ანუ იმ დღემდე გააფორმოს, როცა კლუბში ახალი პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული. ლაპორტა შიშობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ვილიას ფასი საგრძნობლად გაიზრდება. "მარკას" ინფორმაციით, თავდამსხმელის სანაცვლოდ, რომელსაც "ვალენსიას" რიგებში ჩატარებულ 212 მატჩში 129 გოლი აქვს გატანილი, "ბარსელონა" 40 მილიონ ევროს გადაიხდის და შესაძლოა, ვალენსიურ კლუბს ბოიან კრკიჩი და ალექსანდრ გლებიც დაუთმოს.