ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

sportall.ge- ს ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დღეს გამართულ მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა და პარტია საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რის შემდეგაც ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი ალექსანდრა გორიაჩკინა ნახევარი ქულით ჩამოიტოვა.

ჩემპიონატზე გადამწყვეტი მე-10 ტური გამოდგა, რომელშიც ძაგნიძემ პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.