ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
22-04-2017
ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

sportall.ge- ს ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დღეს გამართულ მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა და პარტია საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რის შემდეგაც ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი ალექსანდრა გორიაჩკინა ნახევარი ქულით ჩამოიტოვა.

ჩემპიონატზე გადამწყვეტი მე-10 ტური გამოდგა, რომელშიც ძაგნიძემ პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ
ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით