ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპის შემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.

მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.