ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია
04-05-2017
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპის შემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.

მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ
ოდიკაძე (97) გახდნენ.
არჩილა
05 მაისი 2017 10:34
აი ესეთი უნდა იყოს მოჭიდავე:
"ფრთხილი და მოქნილი, როგორც კატა, ეშმაკი, როგორც მელია და მამაცი და შეუპოვარი, როგორც ვეფხვი."

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?