"ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის"
13-06-2017
"ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის"
NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე იყო და ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

"სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით.

ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ
და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!


ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17
წლების ლიგის ჩემპიონია.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში 13 ივნისს გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.

იხილეთ ფოტოგალერეა: ზაზა ფაჩულიას ბავშვობა, ოჯახი, კარიერა
"სპორტალი"
alamaria
14 ივნისი 2017 08:55
ყოჩაღ ზაზას, დაგვიფასა გვერდში დგომა! ულევი სიხარული და წარმატება მას და მის ოჯახს! ნეტა ბევრი გვყადეს ასეთი მშრომელი ხალხი
amirani
13 ივნისი 2017 15:17
ვულოზავ ზაზას და მტელ საკარტველოს ამ დიდ წარმატებასა და სახელს.ნეტავ როდის მოვესზრებიტ ასეტ ზარმატებას ფეხბურტცჰიზ.ნამდვილი მაგალიტის მიმზემი მომავალი ტაობისატვის გისურვებ სულ წინსვლას.
13 ივნისი 2017 13:05
ჩვენ კი შენით ვამაყობთ ზაზა!

რედაქტორის რჩევით