შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
24-06-2017
შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ტაშკენტის "ფახთაქორმა" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგინა.

44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთა არველაძესთან ერთად იმუშავებენ არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.

"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი". ჩვენ შევეცდებით, გუნდს ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", - განაცხადა შოთა არველაძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც
კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.

რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.

"ინტერპრესნიუსი"
გიგა
25 ივნისი 2017 12:18
შოთა მაგარია
ირინე
24 ივნისი 2017 13:39
წარმატებები შოთას

რედაქტორის რჩევით