"საუკუნის ქორწილი" არგენტინაში - ლიონელ მესიმ ბავშვობის მეგობარზე იქორწინა - კვირის პალიტრა

"საუკუნის ქორწილი" არგენტინაში - ლიონელ მესიმ ბავშვობის მეგობარზე იქორწინა

30 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის ლიონელ მესისა და 29 წლის ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართა.

ფოტოგალერეა

ქორწილში 250-მდე სტუმარი იყო მიწვეული, რომელთა შორის, ლიონელისა და ანტონელას ნათესავების გარდა, იყვნენ ფეხბურთელის ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები: ნეიმარი, ლუის სუარესი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი და სხვები.

ქორწილის უსაფრთხოებაზე 350 პოლიციელმა და დაცვის კერძო ფირმამ იზრუნა, მის გაშუქებაზე კი 150 ჟურნალისტი მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ სტუმრებს საჩუქრებისგან თავის შეკავება სთხოვა და სანაცვლოდ თანხის მის საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხვა შესთავაზა, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვისა და განათლებაზე ზრუნავს.

ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. წყვილს ორი ვაჟი - 4 წლის ტაიგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა