ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია.

ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე + 65 წლის ასაკის ქალთა შორის ქართული ჭადრაკის ლეგენდამ 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მეორე ადგილზე 4,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), ხოლო მესამეზე 3 ქულით ირინა კაბანოვა (რუსეთი) გავიდა.

ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ, რომელმაც 7 ქულა მოაგროვა, ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი) ჩამორჩა, მესამე ადგილზე 6,5 ქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) გავიდა.

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა"