ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
21-08-2017
ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია.

ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე + 65 წლის ასაკის ქალთა შორის ქართული ჭადრაკის ლეგენდამ 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მეორე ადგილზე 4,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), ხოლო მესამეზე 3 ქულით ირინა კაბანოვა (რუსეთი) გავიდა.

ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ, რომელმაც 7 ქულა მოაგროვა, ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი) ჩამორჩა, მესამე ადგილზე 6,5
ქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) გავიდა.

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილი: "3 ქორწილი მქონდა"

ზასტაველი
05 სექტემბერი 2017 13:31
ქალბატონო ნონა! მსოფლიო ჭადრაკის დედოფალო და განუმეორებელო,გვეამაყები თქვენი მაგალითით ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო აალაპარაკეს,გისურვებ ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ქართველი ერის გასახარად.

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები