გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია - კვირის პალიტრა

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.

ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო. რეპეშაჟში ლადომ ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად სძლია, მედლისთვის შეხვედრაში კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს აჯობა – 3:0.

sportall.ge