მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ზურაბ იაკობიშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევს დაძაბულ ბრძოლაში 3-1 მოუგო.

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. გუშინ, მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ) მოიპოვა.

დღესვე პარიზში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97).

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. წინა დღეს მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) მოიპოვა.