მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
26-08-2017
მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ზურაბ იაკობიშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევს დაძაბულ ბრძოლაში 3-1 მოუგო.
ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. გუშინ, მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ) მოიპოვა.

დღესვე პარიზში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97).

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს
ნაკრების მეორე ოქროს, ჯამში კი მესამე მედალია. წინა დღეს მძიმე წონაში პლანეტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით