მესამე ქართველი სუმოს ელიტაში - კვირის პალიტრა

მესამე ქართველი სუმოს ელიტაში

მაისის სუპერტურნირი, რომელსაც ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანმა" უმასპინძლა, ქართველი სუმოისტებისთვის გამორჩეული გამოდგა. მართალია, ელიტური

დივიზიონის პირველმა ევროპელმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) იაპონიის დედაქალაქში გამართულ ბაშოზე ძალიან ცუდად იჭიდავა (12 წაგება -  3 მოგება) და საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა, მაგრამ სამაგიეროდ, გაგვახარეს სხვა ქართველებმა - ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძემ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უკანასკნელ ტურში მოიპოვა და დიდი შანსია, კომუსუბის ტიტულიც დაიმსახუროს, 202 კგ-იანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი დადებითი ბალანსი (10-5) ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბევა და თანამემამულეებთან ერთად მომავალ ბაშოს ისიც უმაღლეს - მაკუუჩის დივიზიონში შეხვდება.