"ინტერის " 45 წელი და რეკორდები - კვირის პალიტრა

"ინტერის " 45 წელი და რეკორდები

ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარმა მატჩმა მოლოდინს

გადააჭარბა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვარსკვლავები არც "ინტერს" მოუწყვეტია და არც "ბაიერნს", თუმცა აშკარაა, რომ ქომაგმა იმაზე თვალსასეირო სანახაობა იხილა, ვიდრე ვარაუდობდა. ფინალში გასული გუნდებისა და მათი მწვრთნელების (განსაკუთრებით, ეს ჟოზე მოურინიოს ეხება) მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, გულშემატკივართა დიდი ნაწილი "ჩაკეტილ" თამაშს ვარაუდობდა და უგოლო ფრესაც კი წინასწარმეტყველებდა, თუმცა... პრინციპში, ის, რაც გასულ შაბათს მადრიდის საოცარ სტადიონზე მოხდა, თავადაც გექნებათ ნანახი.

ამიტომაც, მისი პერიპეტიების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ და ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებთ. მაშ ასე: "ინტერის" თავკაცი  ჟოზე მოურინიო მესამე მწვრთნელი გახდა ჩემპიონთა თასის ისტორიაში, ვისაც ეს პრესტიჟული ჯილდო ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოუგია. გაცილებით შთამბეჭდავია მილანური კლუბის ფორვარდის -  სამუელ ეტოოს მიღწევა: კამერუნელი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ მეორე სეზონია "ჰეთ-თრიქის" შესრულებას ახერხებს, თანაც ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად. შარშანდელ სეზონში ეტოომ "ბარსელონასთან " ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა, წელს კი იმავეს გაკეთება "ინტერის" რიგებში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა თასის მოგება "ინტერმა" 45-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, გუნდის არგენტინელი ფორვარდი -  დიეგო მილიტო კი მეორე არგენტინელია ერნან კრესპოს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა თასის ფინალში 2 გოლი გაიტანა...