წყალბურთელებმა ოლიმპიადის მასპინძლებს აჯობეს - კვირის პალიტრა

წყალბურთელებმა ოლიმპიადის მასპინძლებს აჯობეს

ახალგახსნილ საწყალოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" გამართული თბილისის საერთაშორისო ტურნირი ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ზვიად

დავითიანის გუნდმა ფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხა -10:7 და ოქროს მედალს დაეუფლა. მასპინძელთა გარდა, ტურნირში, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, უკრაინის, ბელორუსიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები მონაწილეობდნენ.

პირველ ტურში აუტსაიდერ ბელორუსიასთან მოულოდნელი ფრის შემდეგ, ქართველმა წყალბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და ჯერ უკრაინას (10:8), გადამწყვეტ მატჩში კი ბრიტანელებს მოუგეს, რომლებიც 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლები არიან და ოლიმპიურ სახეობებს დიდ ყურადღებას აქცევენ.