ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი კირილ დენისოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ელქან მამადოვი იქნება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეოთხე შეხვედრაც ერთი ვაზარით მოიგო.

რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს, ადამ ოქრუაშვილმა უნგრელ ბარნა ბორთან იპონით წააგო. ის რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიერთან იჭიდავებს.

გურამ თუშიშვილმა კი ავსტრიელი დანიელ ალერშტორფერი 9 წამში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე დაუმარცხებელი ფრანგი, ტედი რინერი იქნება.

"სპორტალი"