ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო - კვირის პალიტრა

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კარიერაში მეორედ მოიგო.

ქართველმა სპორტსმენმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამატებით დროში, ვაზარით წააგო.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს, გურამ თუშიშვილს, მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო.

თუშიშვილი გამოცდილ მონღოლ სპორტსმენთან, ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა. 33 წლის ნაიდანი, რომლის ტიტულებსაც ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი ამშვენებს, ვაზარით მარცხდებოდა. ბოლო წუთზე, მან თუშიშვილი 2-ჯერ შებოჭა - გურამმა პირველ ჯერზე თავი დაიძვრინა, მაგრამ მეორედ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

"სპორტალი"