ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დატოვა
ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დატოვა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე ნაკრებიდან წავიდა. ამის შესახებ სპორტსმენი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს.

სპორტსმენი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე... ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.
კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი. დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ...
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!", - წერს ვიქტორ სანიკიძე.

31 წლის სპორტსმენი, ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა